პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტების მიერ განხორციელებული ვიზიტები 13.2%-ით შემცირდა
"საქსტატის" მონაცემებით, პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტები 13.2%-ით შემცირდა.
2020 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 17.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.1 მილიონი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16 პროცენტით არის შემცირებული
"2020 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 883.8 ათასს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15.2 პროცენტით არის შემცირებული.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 765.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 13.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე",- აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

პირველი ქვეყანა ისრაელი იქნება, საიდანაც ტურისტები ჩამოვლენ-გიორგი გახარია

ბორჯომი COVID-19-გან უსაფრთხო ტურისტულ ზონებში მოიაზრება

მთავრობა ბაკურიანის კორონავირუსისგან უსაფრთხო ზონად გამოცხადებას განიხილავს



Print