ბორჯომი COVID-19-გან უსაფრთხო ტურისტულ ზონებში მოიაზრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ქვეყანაში COVID-19-გან უსაფრთხო ზონებზეც ისაუბრა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა: „საქართველოს აქვს შესაძლებლობა გამოყოს კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები. ეს შეიძლება იყოს წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი, განსაკუთრებით ის კურორტები, რომლებიც ისტორიულად პოზიციონირდებოდნენ, როგორც სასუნთქი ორგანოების რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ზონები“.
Print