საქართველოში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა
ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. "გარდაიცვალა 86 წლის პაციენტი,მას ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები,2 დღის განმავლობაში იმყოფებოდა რეანიმაციაში" - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ

შეგახსენებთ,რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 195 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 45 პაციენტი,გარდაიცვალა 3 ადამიანი,კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4708 მოქალაქე,ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პირი.
Print