კონფლიქტი
გორში „ქართველ მებრძოლთა მემორიალი“ გაქურდეს
„ქართველ მებრძოლ გმირთა მემორიალი“ გორის ციხის ძირშია განთავსებული და 8 მებრძოლის ქანდაკებისაგან შედგება. 8 ქანდაკებიდან სამი დაზიანებულია - ერთს ხმალი აქვს მოგლეჯილი, ერთს კიდური აკლია, კიდევ ერთი ქანდაკების ხმალზე კი ხერხის კვალი შეინიშნება. ქანდაკებების მოპარული ნაწილები, სავარაუდოდ, ჯართად ჩააბარეს.



შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ დაწყებულია გამოძიება.


მოქანდაკე გოგი ოჩიაურის მიერ შექმნილ „ქართველ მებრძოლ გმირთა მემორიალს“ თავდაპირველად „რეკვიემი“ ეწოდა. ის 1981-85 წლებში შეიქმნა და პირველად თბილისში, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავის გარშემო განთავსდა. 2009 წელს მემორიალი გორში გადაიტანეს, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის სიახლოვეს. ადგილობრივები მას დაჩეხილი მებრძოლების მემორიალად მოიხსენიებენ.


წყარო:www.radiotavisupleba.ge

Print