აზერბაიჯანი სომხური მხარის მიერ საზღვართან დასახლებული პუნქტების ინტენსიური დაცხრილვის შესახებ იუწყება.
20:29 / 14.07.2020
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო
სომხეთის საზღვართან მდებარე თოვუზის რაიონში დასახლებული პუნქტების
ინტენსიური დაცხრილვის შესახებ იუწყება. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“
ავრცელებს.
„დღეს 19:30 საათზე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს ინტენსიური ცეცხლი თოვუზის რაიონში დასახლებული პუნქტების მიმართულებით მსხვილკალიბრიანი იარაღიდან და არტილერიიდან“ , - განუცხადა სააგენტოს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვაგიფ დარგიახლიმ.
ამავდროულად, მოსკოვში სომხეთის ელჩი ვარდან ტოგანიანი აზერბაიჯან-სომხეთის შეტაკების შედეგად, სომხეთის მხრიდან გარდაცვლილებისა და 8-9 დაშავებულის შესახებ იუწყება, რომელთაგან ხუთი მშვიდობიანი მოქალაქეა.
აზერბაიჯანულმა მხარემ საარტილერიო ცეცხლი განაახლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა