ბორჯომის ამბები
ბორჯომში საახალწლო სამზადისი დაიწყო
ქალაქის ცენტრში ხელოვნური ნაძვის ხის აწყობა უკვე მიმდინარეობს. მანათობელი ფიგურებით და დეკორაციებით მოირთვება ქალაქის ქუჩები. დაემატება ახალი განათებები, რაზეც ტენდერი 157 582 ლარზე უკვე გამოცხადებულია.
ტენდერის პირობების მიხედვით ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლო განათებების მონტაჟი უნდა მოხდეს. ასევე ბაკურიანში ბუნებრივის მაგივრად პირველად მოირთვება ხელოვნური ნაძვის ხე.


ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ტენდერი 43 414 ლარზეა გამოცხადებული. ტენდერის პირობების მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ 31 დეკემბერს ბორჯომში მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა აქტივობების ჩატარება უნდა უზრუნველყოს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფრომაციით გაიმართება საბავშვო შოუ პროგრამები. პატარების განწყობაზე ჯამბაზი, ანიმატორი, ზღაპრის გმირები იზრუნებენ. ასევე მოეწყობა საშობაო გამოფენა-გაყიდვა.


ახალი წლის დადგომა გალა-კონცერტით და ფოიერვერკით აღინიშნება, რომლისთვისაც მერიამ თანხები უკვე გამოყო.





Print