ბორჯომის ამბები
ბორჯომელმა მთამსვლელმა ბაქარ გელაშვილმა ,,ოქროს წერაყინი'' მოიპოვა
მთამსვლელობის საერთაშორისო ფედერაციამ ქართველი სპორტსმენების ასვლა წლის საუკეთესო ასვლად დაასახელა.


არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა წარმატებით დაძლიეს 7 300-მეტრიანი მწვერვალი სარაგრარი.



ქართველ მთამსვლელებს ამ წარმატებისათვის ნოემბერში გადაეცემათ მთამსვლელობის უმაღლესი ჯილდო - ,,ოქროს წერაყინი."


Print