ამინდი
როგორი ამინდი იქნება ახალ წელს საქართველოში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 დეკემბერს, 1 და 2 იანვარს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოში მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონებში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

დედაქალაქში თოვლი ახალი წლის ღამეს ბოლოს 2009 წელს აღინიშნა, რა დროსაც თოვლის საფარის სიმაღლემ 3 სმ შეადგინა. ქ. ბათუმში კი 1993 წელს, აქაც თოვლის საფარის სიმაღლე 3 სმ იყო.
Print