როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში
12:25 / 10.02.2023
17 თებერვლამდე საქართველოში
შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
13 თებერვლიდან ზოგან იქროლებს
დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია
ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +2, +7
გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამის
საათებში და ქვეყნის მთიან რეგიონებში დღისითაც შენარჩუნდება ჰაერის
დაბალი ტემპერატურა.
ქ. თბილისში 10 თებერვალს თოვლი და ნისლია მოსალოდნელი, ხოლო 11 თებერვლიდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 13 თებერვლიდან იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამის საათებში ტემპერატურა (-2, -4), დღისით კი +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.