ამინდი
17 იანვრის ამინდის პროგნოზი
ბორჯომში დღეს უმეტესად მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ტემპერატურა -2° გრადუსამდე დაეცემა.
ბაკურიანში დღეს -7° გრადუსია ნავარაუდევი, დღე ბორჯომის მსგავსად ნალექის გარეშე ჩაივლის.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 17 იანვრამდე ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით -4, -9 გრადუსი დაფიქსირდება. 17 იანვრიდან ყინვა შესუსტდება, დღის ტემპერატურაც +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

სამცხე-ჯავახეთში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი 17 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 7 და ღამით კი მინუს 1 და გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 9, ღამით კი მინუს 6 გრადუსს ვარაუდობენ.


Print