ამინდი
30 სექტემბრის ამინდის პროგნოზი
დღეს ბორჯომში სინოპტიკოსები უნალექო და მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა 23° გრადუსი იქნება.
ბაკურიანში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17° გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +27, +32, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში +25, +30, ქვეყნის მთიან რეგიონებში +24, +29, მაღალმთიან რაიონებში +20, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

ქ. თბილისშიც მიმდინარე კვირაში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +30 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ფოტოს ავტორი:
Shermazana
Print