ამინდი
13 მაისის ამინდის პროგნოზი
13 მაისს საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +18, +23 გრადუსი იქნება.
14 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი +23, +28 გრადუსამდე გათბება.

13 მაისს ბორჯომში სინოპტიკოსები, უმენტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა
16° გრადუსი იქნება.
ბაკურიანში 8° გრადუსია მოსალოდნელი და მზიანი ამინდი.

ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 10-13 მაისს +19, +21 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 14 მაისს +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.
Print