ამინდი
ტემპერატურის კლება და ძლიერი წვიმა-უახსლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
სინოპტიკოსები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურის კლებას და ძლიერ წვიმას ვარაუდობენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში კვირის ბოლომდე ცვალებადი ამინდი იქნება. სინოპტიკოსები 12 მაისამდე მთაში წვიმას, ხოლო მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში თოვლ–ჭყაპს ვარაუდობენ, რეგიონში ორი დღის განმავლობაში, ღამის საათებში ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაეცემა..
ბორჯომში დღისით 12 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 6-ს.
13–დან 15 მაისის დღის პირველ ნახევრამდე რეგიონის მასშტაბით გამოიდარებს. უმეტესად უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, სინოპტიკისები დღის საათებში ტემპერატურის მატებას +25 გრადუსამდე ვარაუდობენ.
16 მაისიდან რეგიონის მასშტაბით კვალავ ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი




Print