ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი ბორჯომსა და ბაკურიანში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 1-2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 2 მაისს დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

პირველ მაისს ბორჯომში, სინოპტიკოსები ცვალებად მოღრუბლულობას ვარაუდობენ. მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 16° გრადუსი იქნება.
ბაკურიანში, ისევე როგორც ბორჯომში, დღე ცვალებადი მოღრუბლულობის და ნალექის ფონზე ჩაივლის, ჰაერის ტემპერატურა 9° გრადუსი იქნება.
Print