ამინდი
18 აპრილის ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 20 აპრილამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, ხოლო 17-19 აპრილს +26, +31 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ჰაერი +22, +27 გრადუსამდე გათბება. 18-19 აპრილს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.18 აპრილს,

სინოპტიკოსები ბორჯომში ღრუბელინ ამინდს ვარაუდობენ. დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერი 12 გრადუსამდე გათბება.
ბაკურიანში მოსალოდნელია 7 გრადუსი და ცვალებადი მოღრუბლულობა.


Print