ამინდი
საქართველოში თოვლია მოსალოდნელი
21-23 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ძლიერი ქარი. მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება. 23-26 დეკემბერს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.
Print