ამინდი
საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
17-19 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +8, +13 გრადუსამდე დაიკლებს.

20 დეკემბერს შეედარებით გამოიდარებს და დათბება, ხოლო 21 დეკემბრიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი.

ქ. თბილისში 17-19 დეკემბერს დღის საათებში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება. 21 დეკემბრიდან დედაქალაქშიც აცივდება.

Print