ამინდი
ბორჯომსა და ბაკურიანში ამინდი გაუარესდება
28 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 1 მარტის დღის მეორე ნახევრამდე ბორჯომსა და ბაკურიანში მოთოვს, საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს

Print