ამინდი
ბორჯომსა და ბაკურიანში ყინვა და თოვლია მოსალოდნელი
24-25 დეკემბერს ბორჯომსა და ბაკურიანში ყინვა და თოვლია მოსალოდნელი ტემპერატურა - 4 -7 გრადუსამდე დაიკლებს. საქართველოში ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელმა ყინვამ (-2, -4 გრადუსამდე) შესაძლებელია ციტრუსების ერთწლიანი ნაზარდები და დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს" ,- ნათქვამია ინფორმაციაში.


Print