ამინდი
ხვალ 21 სექტემბერს ბორჯომში იწვიმებს
ხვალ ბორჯომში წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 22-25 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი ღამით + 11, + 13 გრადუსი იქნება, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
მათივე ინფორმაციით, თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 21-22 სექტემბერს +24,+26, ხოლო 23-25 სექტემბერს +27, +29 გრადუსი იქნება.


Print