ამინდი
მომდევნო სამი დღე ბორჯომში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
16- 18 სექტემბერს ბორჯომში  უნალექო ამინდი იქწნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით +13 დღისით +23 +24 გრადუსია მოსალოდნელი,
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ 16-18 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +30, +32 გრადუსია მოსალოდნელი, +33 გრადუსამდე დაიკლებს.

16 და 17 სექტემბრს კახეთის რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ალაზნის მარცხენა შენაკადებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.



Print