ამინდი
7-8 სექტემბერს ბორჯომში იწვიმებს
10 სექტემბრამდე თბილი ამინდი შენარჩუნდება,7- 8 სექტემბერს ბორჯომში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება. 11-13 სექტემბერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში 7-10 სექტემბერს შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 11-13 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 7-10 სექტემბერს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 11-13 სექტემბერს +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს.


Print