ამინდი
4 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით 1-ელ აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 4 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა,
საქართველოს ზოგიერთ რეგინში შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში


Print