ამინდი
2-4 ივნისს ბორჯომში გაწვიმდება

საქართველოში 1-5 ივნისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

3-4 ივნისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომში 2-3-4 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 10-15 მ. წამში, ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება

 

Print