ამინდი
29-30 მაისს წვიმა და ქარია მოსალოდნელი
29-30 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი,
ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. "მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


Print