ამინდი
26 მაისამდე წვიმა ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი
26 მაისამდე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

Print