ამინდი
23-24 მაისს წვიმა ქარი და სიცივეა მოსალოდნელი
23-24 მაისს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად, 15-17 გრადუსით დაიწევს. 23 მაისს საქართველოში წვიმა, ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს.

Print