ამინდი
წვიმა ელჭექი და სეტყვა, საქართველოში 10 მაისამდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
საქართველოში 10 მაისამდე არამდრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რაიონში დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, ასევე სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულებით ქარი. დაბლობ რაიონებში, 10 მაისის ჩათვლით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლოა +16+17 გრადუსის ფარგლებში იყოს. მთიან რაიონებში ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით +10 +15 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში დაახლოებით + 5 +10 გრადუსი იქნება.
11 მაისის შემდეგ, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და შესაძლებელია, 12 და 13 მაისს + 24 +26 გრადუსი დაფიქსირდეს".

Print