ამინდი
საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
დღეიდან 24 აპრილამდე საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 აპრილიდან 24 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა,ზოგან ძლიერი, 22 აპრილიდან მაღალმთაში ზოგან თოვლი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print