"ერთი დღე მეეზოვედ" - ახალგაზრდების აქცია ბორჯომში
აქცია ბორჯომის ტრენინგ-ცენტრთან არსებული ჟურნალისტიკის კლუბის ორგანიზებით გაიმართა და სახელწოდებაც შესაბამისი ჰქონდა "ერთი დღე მეეზოვედ"
ბორჯომის ცენტრალური ქუჩების დასუფთავების შემდეგ, კლუბის წევრები მეეზოვეებს ტკბილეულით გაუმასპინძლდენენ და ასე გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ბორჯომის სისუფთავეზე.