გარემოს დაცვა
რა ფუნქცია ექნება „საქმიან ეზოს“ რომელიც ბორჯომში, ბაკურიანში და წაღვერში მოეწყობა
ტყითსარგებლობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის.
სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებას და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“.
აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას, მათთვის სასურველ პერიოდში.

„სამუშაოები ამჟამად 14 ობიექტზე - სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და იმერეთში მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, ტყითსარგებლობა მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, განხორციელდება გაცილებით ეფექტურად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი ზემოქმედება, ასევე, არსებითად შემცირდება უკანონო ჭრების რისკები”,-აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ალადაშვილი.

ამ ეტაპზე სამცხე-ჯავახეთში „საქმიანი ეზოს“ მოწყობა ბაკურიანში, ბორჯომში, წაღვერში, ასპინძაში და ჩორჩანაში მიმდინარეობს.


Print
თეგები: საქმინი ეზო /