გარემოს დაცვა
ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა პლატოზე ხის ნერგები დარგეს
#გაამწვანეპრობლემა ასე ჰქვია კამპანიას, რომლის ფარგლებშიც, პლატოს ტყეში გარემოსდაცვითი აქცია გაიმართა. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვნის, არლისა და ბენარის სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად 70 ფიჭვოვანი ხის ნერგი დარგეს.

ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტში ახალგაზრდებმა მონაწილეობა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) კურსდამთავრებულთა პროგრამის ფარგლებში, CENN-ის მწვანე ელჩების ინიციატივით მიიღეს.

სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, გარემოსდაცვითი აქციების გამართვას მომავალშიც გეგმავენ.


Print