გარემოს დაცვა
პასუხისმგებლობა ტურიზმის განსავითარებლად და გარემოს დასაცავად
ბორჯომში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის და ადგილობრივებს ნატურალური პროდუქტის რელიზების ახალი შესაძლებლობა გამოუჩნდათ. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მოსაზღვრე სოფელში, სადაც ბევრი ვიზიტორი ხვდება, მოეწყო სავაჭრო ჯიხური, რომელიც მოვაჭრეებისთვის უფასო იქნება. ქვაბისხევლებს, საკუთარი ხელით მომზადებული პროდუქტი შეუძლიათ გაყიდონ და მიიღონ დამატებითი შემოსავალი. პროექტი კერძო საერთაშორისო კომპანიამ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფინანსა, შემსრულებელი კი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო. ამავე პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო გარემოს დაცვა. სიუჟეტიდან გაიგებთ, უფრო კონკრეტულად, რა აქტივობები განხორციელდა პროექტის განმავლობაში და რამდენად წარმატებული იყო არასამთავრობო სექტორისა და ბიზნეს კომპანიების თანამშრომლობა.








Print