გარემოს დაცვა
ბორჯომში მდინარის დაბინძურების ფაქტი 200-დან 300 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს
ბორჯომში გადაღებულ ვიდეოს, სადაც ჩანს თუ როგორ ყრის ორი მოქალაქე სამშენებლო ნარჩენებს მდინარეში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღები ჯგუფი დღეს მშენებარე ობიექტს ესტუმრა და დეტალების გარკვევას ადგილზე შეეცადა. საქმეში ჩაერთო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციაც. მიმდებარე ტერიტორიაზე აცხადებენ, რომ აღნიშნული შემთხვევა პირველი არ არის და და მტკვარს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოვაჭრეებიც აბინძურებენ. რა სანქციები არსებობს გარემოს დაბინძურებაზე და როგორია სხვადასხვა მხარის პოზიციები, ნახეთ სიუჟეტში.


Print