გარემოს დაცვა
მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცეს
10 ოქტომბერი მეტყევის დღეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა, წარმატებული საქმიანობისთვის, სიმბოლური საჩუქრები და მადლობის სიგელები გადასცა. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, თორნიკე გვაზავამ, სატყეო სექტორში ბოლო წლებში მიმდინარე საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე ისაუბრა. ღონისძიება ბოტანიკურ ბაღში გაიმართა, მას როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეგახსენებთ, საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება.
Print