გარემოს დაცვა
ბორჯომში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

არარეგისტრირებული, ლენტური ტიპის სახერხი საამქროები მოქალაქეებს სამეგრელოში, რაჭასა და სამცხე-ჯავახეთში, საკარმიდამო ეზოში, მიწის ნაკვეთსა და ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე ჰქონდათ განთავსებული.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 6 ერთეული ნაძვის სახეობის მორი და 8 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი.

ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


Print