გარემოს დაცვა
ანდეზიტში სახერხი საამქრო დალუქეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანდეზიტში, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

ანდეზიტში რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, 9 ერთეული, 5-6 მეტრი სიგრძის ნაძვის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი მორი იყო განთავსებული. საამქროს მეპატრონემ დეპარტამენტის თანამშრომლებს ვერ წარმოუდგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

სახერხი საამქრო დაილუქა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 37 ფაქტი გამოავლინეს. ამოღებულია 18 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო

Print