ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბოლო 5 წელში ირმების რაოდენობა გაორმაგდა
15:08 / 03.12.2020
დაცული ტერიტორიების სააგენტოს
ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ბოლო 5 წლის
განმავლობაში კეთილშობილი ირმის რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და
დაახლოებით 803 სულ ირემს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 16
ინდივიდით მეტია.
მყვირალობის პერიოდში, რეინჯერები და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები გადიან შესაბამის უბნებზე და ირმის პოპულაციის აღრიცხვას აწარმოებენ. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, საქართველოში ირმის პოპულაციის შენარჩუნებისა და კონსერვაციისთვის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს, ამიტომ, სააგენტო მთელი წლის განმავლობაში აკვირდება მათ რიცხოვნობას ფოტოხაფანგების, რეინჯერების და შესაბამისი აღრიცხვის მეთოდების საშუალებით.