ჯანდაცვა
„მომართვიანობა მცირდება სეზონურ გრიპთან დაკავშირებით“-ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სეზონურ გრიპთან დაკავშირებით პირველადი ჯანდაცვის ცენტრებსა და საავადმყოფოებში მომართვიანობაა შემცირებულია.
„მომართვიანობაა მცირდება სეზონურ გრიპთან დაკავშირებით. სტატისტიკა არის უფრო კარგი და კეთილსაიმედო, ვიდრე ეს იყო გასულ წელს. გრიპის მიმართულებით იმ ღონისძიებებმა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა - ეს იყო ვაქცინაცია და ზოგადი საინფორმაციო კამპანია, საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო. დღეს გვაქვს სტაბილური, კონტროლირებადი მდგომარეობა გრიპის თვალსაზრისით",- განაცხადა გაბუნიამ.
Print