რეპორტაჟი
6 დღიანი ხანძრის ქრონიკა
მასალაში ქრონოლოგიურად გაეცნობით ბორჯომის ხეობაში 2017 წლის 20 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის ქრონიკას.





20 აგვისტო


ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფელ დაბის ტყეში ხანძარია - ეს შეტყობინება 112-ში 20 აგვისტოს დღის პირველ ნახევარში შევიდა.

ხანძრის კერა 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადამწვარი ტყის ფართობზე გაჩნდა.

იმის გამო რომ ტერიტორია მიუდგომელი იყო სახანძრო ბრიგადები ცეცხლის კერას ვერ მიუახლოვდნენ, ადგილზე ვერ შევიდა ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაც,

მალევე ხანძრის ქრობის პროცესში ავიაცია - შსს-ს ერთი ვერტმფრენი ჩაერთო.



პარალელურად დაიწყო ხანძრამდე ტექნიკის შესაყვანად ალტერნატიული გზების ძებნა და მთის მეორე მხრიდან სოფ. ყვიბისის თავზე გზის გაყვანა,

სტიქიას უკვე რეგიონიდან მობილიზებული ცოცხალი ძალა ებრძვის.


21 აგვისტო






21 აგვისტოს, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში,  ძლიერი ქარის და მაღალი ტემპერატურის გამო დაბაში მდგომარეობა გართულდა,

გაიზარდა ხანძრის მასშტაბი, სტიქიასთან 24 საათიანი ბრძოლის შემდეგ ცეცხლის კერებმა მოიმატა,

აზერბაიჯანი საქართველოს ვერტმფრენით დახმარებას სთავაზობს.





21 აგვისტოს საღამო - 30 საათი ხანძრის გაჩენიდან





21 აგვისტოს დღის ბოლოს სტიქია უმართავი ხდება, ჩნდება ხანძრის დასახლებულ პუნქტამდე გავრცელების საშიშროება,

სოფელ დაბის მოსახლეობა ქუჩაშია, ხალხი პანიკაშია, სახლს ტოვებს ტყესთან ყველაზე ახლოს მცხოვრები ერთი ოჯახი.





დაბაში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩამოდის, იქმნება სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი,

შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების,
ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.

წაღვერში იმართება შტაბის პირველი სხდომა, შტაბი 24 საათიან რეჟიმში იწყებს მუშაობას.

საქართველომ დახმარებისთვის თურქეთს და აზერბაიჯანს მიმართა.










იმავე ღამით დაბაში დასახლებულ პუნქტებთან განლაგდა ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, მობილიზებულია ცოცხალი ძალა,
ხანძრის სახლებისკენ გავრცელების შიშით ღამეს ქუჩაში ათევს მოსახლეობა.

22 აგვისტო

დილიდან სტიქიის ზონაში 3 ვერტმფრენი - ორი ქართული და ერთი აზერბაიჯანული იწყებს მუშაობას,
მობილიზებულია 100 ტყის მცველი და 300 მეხანძრე-მაშველი, ღამის განმავლობაში მიუდგომელ ადგილებში მუშაობს მძიმე ტექნიკა,

სტიქიასთან ბრძოლის სამუშაოებში ერთვებიან მოხალისეებიც. საგანგებო შტაბი დაბის ტერიტორიაზე კარავში განთავსდა.





დღის მეორე ნახევარში დაბაში ძლიერი დაკვამლიანებაა, ჰაერში ფერფლია, ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას და სამაშველო სამსახურებს პირბადეებს ურიგებს,

ხეობას ტოვებენ დამსვენებლები.




ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს მეტეოროლოგიური პირობები. საქართველოს დახმარებას რუსეთის ხელისუფლება სთავაზობს.

დღის მეორე ნახევარში ქართულ და აზერბაიჯანულ ვერტმფრენებს თურქული ავიაცია ემატება, მათ შორს ერთი თვითმფრინავი.

ხანძარი ბორჯომი ბაკურიანის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზამდე ჩამოდის.




მთავრობას მზად აქვს სტიქიის მიმდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა, თუმცა აქვე განმარტავენ რომ მისი გამოყენების საჭიროება არ არსებობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით,
"სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" მიმართა.

ვერცერთი უწყება გადამწვარი ტყის ფართობს კონკრეტულად ვერ ასახელებს.

ციდან ვერტმფრენების და ხმელეთიდან ცოცხალი ძალის 3 დღიანი ბრძოლა სტიქიასთან უშედეგო აღმოჩნდა, დაბაში ხანძარი ისევ მძვინვარებს.











23 აგვისტო

დილა შედარებით იმედიანია

ბორჯომის ცაზე МИ-26 გამოჩნდა,  ტვირთამწეობით მსოფლიოში ყველაზე დიდმა ვერტმფრენმა ცეცხლის ქრობის სამუშაოები დაიწყო,
ვერტმფრენი ბელარუსიიდან ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად გამოფრინდა.




ბორჯომის ხეობაში ჩამოდის აზერბაიჯანული და სომხური ეკიპაჟები,  სტიქიის ზონაში იმყოფება 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე სომხეთიდან.
ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან გამოგზავნილი  მძიმე ტექნიკაც.






დაბაში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩადის და არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობა.



ის ხე-მცენარეები რაც 2008 წლის აგვისტოს ომს გადაურჩა დაფერფლილია, ხანძარს შეეწირა ომის შემდეგ აღდგენილი და გამწვანებული ტყის გარკვეული ნაწილი.

მთავრობა ხანძრის განზრახ გაჩენას არ გამორიცხავს და დივერსიის ვერსიაზე მუშაობს




სტიქიის ზონაში მოხალისეები ბენზინის ცარიელ ავზს პოულობენ,

ბორჯომში იწყება საგამოძიებო მოქმედებები, ადგილობრივ სასტუმროებში გროვდება ინფორმაცია ბოლო კვირის განმავლობაში ქალაქში შემოსულ ტურისტებზე.



12 ჰექტარი - გადამწვარი ტყის სავარაუდო ფართობი


24 აგვისტო


სტიქიის ზონაში ერთი ახალი კერა ჩნდება, ამჯერად მეხანძრე-მაშველები არდაგნის დასახლებაში სასაფლაოს მიმართულებით გავრცელებულ ცეცხლს ებრძვიან,

საგანგებო შტაბი 5 დღიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს.




დღის მეორე ნახევარში სტიქიის ზონაში პატრიარქი ჩადის, ილია მეორე პარაკლისს მართავს და მეხანძრე-მაშველებს ლოცავს.




25 აგვისტო


პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ხანძრის ქრობის პროცესში ქართული ჯარი ჩაერთო



ბოლო ინფორმაციით ხეობაში დამწვარია 100 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი

ბორჯომის ხეობა ხანძრამდე და ხანძრის შემდეგ.




მასალაში გამოყენებულია ფოტოები, გარემოს დაცვის სამინისტროს, საქართველოს მთავრობის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდებიდან.












Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს
გათვლით, 29 მარტს იაპონური ალუბალი აყვავდებოდა, ხუთი დღით ადრე,
ვიდრე წესისამებრ ხდება. ამის მიზეზი თბილი ამინდია. წელს, მარტის
ბოლოს 23 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა ჰაერის ტემპერატურამ.

საკურა იაპონური ტერმინია, რომელიც დეკორატიული ჯიშის ალუბლის ხეების
ყვავილობას აღნიშნავს. საკურას ქვეყნის ისტორიაში დიდი მნიშვნელობა
აქვს და იაპონიის ერთგვარ სიმბოლოდაცაა მიჩნეული.




წყარო: netgazeti.ge
12:48 / 14.03.2023
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს გათვლით, 29 მარტს იაპონური ალუბალი აყვავდებოდა, ხუთი დღით ადრე, ვიდრე წესისამებრ ხდება. ამის მიზეზი თბილი ამინდია. წელს, მარტის ბოლოს 23 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა ჰაერის ტემპერატურამ.

საკურა იაპონური ტერმინია, რომელიც დეკორატიული ჯიშის ალუბლის ხეების ყვავილობას აღნიშნავს. საკურას ქვეყნის ისტორიაში დიდი მნიშვნელობა აქვს და იაპონიის ერთგვარ სიმბოლოდაცაა მიჩნეული.





წყარო: netgazeti.ge
შემოდგომაც განუმეორებელი იცის
ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკში.
13:13 / 18.11.2022
შემოდგომაც განუმეორებელი იცის ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკში.
9 ოქტომბერს ბორჯომში ღვინის
ფესტივალი იმართება. ღონისძიება ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკში15
საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება.



ფესტივალზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ და შეიძინონ
სხვადასხვა კუთხის ქართული ღვინო.




დღევანდელი პროგრამა შეგიძლიათ
იხ:
ბორჯომი/ცენტრალური ისტორიული პარკი

15:00–20:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და
გამოფენა-გაყიდვა.

15:00–20:00 მესხური ყველისა და პურის დეგუსტაცია; ქართული საკვები
პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.

15:00–20:00 სამახსოვრო სუვენირების გამოფენა-გაყიდვა.

15:00–20:00 მრავალფეროვანი კერძების სივრცე.

15:00–18:00 მასტერკლასები: პურის ცხობა; ჩურჩხელების ამოვლება;
ფელამუშის მომზადება.

15:00–16:00 ქართული სუფრა და სუფრის ტრადიციები; საუბრები და
ისტორიები საქართველოს წარსულიდან, თემა
15:45 / 09.10.2022
9 ოქტომბერს ბორჯომში ღვინის ფესტივალი იმართება. ღონისძიება ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკში15 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება.



ფესტივალზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ და შეიძინონ სხვადასხვა კუთხის ქართული ღვინო.





დღევანდელი პროგრამა შეგიძლიათ იხ:
ბორჯომი/ცენტრალური ისტორიული პარკი

15:00–20:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.

15:00–20:00 მესხური ყველისა და პურის დეგუსტაცია; ქართული საკვები პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.

15:00–20:00 სამახსოვრო სუვენირების გამოფენა-გაყიდვა.

15:00–20:00 მრავალფეროვანი კერძების სივრცე.

15:00–18:00 მასტერკლასები: პურის ცხობა; ჩურჩხელების ამოვლება; ფელამუშის მომზადება.

15:00–16:00 ქართული სუფრა და სუფრის ტრადიციები; საუბრები და ისტორიები საქართველოს წარსულიდან, თემა "ქართული ღვინო".

15:00–17:00 ქალაქური სიმღერები.

15:00–19:00 კოსტიუმირებული „მოსიარულე“ მუსიკალური ორკესტრი.

15:00–18:00 საბავშვო შემეცნებითი აქტივობები; ხელნაკეთი სამახსოვრო სუვენირების დამზადება; შემეცნებითი თამაში - „ქართული ღვინის ისტორია“.

16:00–17:00 მასტერკლასი: ღვინის სახეობები და კერძების შეხამება; ღვინის დეგუსტაცია და შემეცნებითი საუბარი მოწვეულ სპეციალისტთან ერთად.

15:00–20:00 გამოფენა/ინსტალაცია - „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“.

18:00-19:00 მუსიკალური პროგრამა: სოფო გელოვანი, მაგდა ნიკოლეიშვილი, სალომე ბაკურაძე, ნოდიკო ტატიშვილი.

19:00-20:15 კონცერტი - ჯგუფი „ოჩოს ქოხი“.
ბორჯომის მაღალმთიანი ზონის სოფელი, ტაბაწყური წელიწადის ყველა დროს
ლამაზია და მომხიბლავია,



მკაცრი კლიმატური პირობები და ხანგრძლივი ზამთარი შვიდ თვეს
გრძელდება,

XXXX



წლის ამ დროს ბორჯომთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც ნარიანზე გადის
იკეტება და აქაურებს სხვადასხვა საქმის გამო ბორჯომში შემოვლითი
გზით
ახალქალაქის, ასპინძისა და ახალციხის გავლით უწევთ,



ზამთარში ტბა მთლიანად იყინება და აქაურობა თოვლის თეთრ სამოსელშია
გახვეული.
11:01 / 27.02.2021
ბორჯომის მაღალმთიანი ზონის სოფელი, ტაბაწყური წელიწადის ყველა დროს ლამაზია და მომხიბლავია,



მკაცრი კლიმატური პირობები და ხანგრძლივი ზამთარი შვიდ თვეს გრძელდება,

XXXX



წლის ამ დროს ბორჯომთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც ნარიანზე გადის იკეტება და აქაურებს სხვადასხვა საქმის გამო ბორჯომში შემოვლითი გზით
ახალქალაქის, ასპინძისა და ახალციხის გავლით უწევთ,



ზამთარში ტბა მთლიანად იყინება და აქაურობა თოვლის თეთრ სამოსელშია გახვეული.

ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.