რეპორტაჟი
„ღვინის დღეები“ ბორჯომში
9 ოქტომბერს ბორჯომში ღვინის ფესტივალი იმართება. ღონისძიება ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკში15 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება.



ფესტივალზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ და შეიძინონ სხვადასხვა კუთხის ქართული ღვინო.





დღევანდელი პროგრამა შეგიძლიათ იხ:
ბორჯომი/ცენტრალური ისტორიული პარკი

15:00–20:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.

15:00–20:00 მესხური ყველისა და პურის დეგუსტაცია; ქართული საკვები პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.

15:00–20:00 სამახსოვრო სუვენირების გამოფენა-გაყიდვა.

15:00–20:00 მრავალფეროვანი კერძების სივრცე.

15:00–18:00 მასტერკლასები: პურის ცხობა; ჩურჩხელების ამოვლება; ფელამუშის მომზადება.

15:00–16:00 ქართული სუფრა და სუფრის ტრადიციები; საუბრები და ისტორიები საქართველოს წარსულიდან, თემა "ქართული ღვინო".

15:00–17:00 ქალაქური სიმღერები.

15:00–19:00 კოსტიუმირებული „მოსიარულე“ მუსიკალური ორკესტრი.

15:00–18:00 საბავშვო შემეცნებითი აქტივობები; ხელნაკეთი სამახსოვრო სუვენირების დამზადება; შემეცნებითი თამაში - „ქართული ღვინის ისტორია“.

16:00–17:00 მასტერკლასი: ღვინის სახეობები და კერძების შეხამება; ღვინის დეგუსტაცია და შემეცნებითი საუბარი მოწვეულ სპეციალისტთან ერთად.

15:00–20:00 გამოფენა/ინსტალაცია - „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“.

18:00-19:00 მუსიკალური პროგრამა: სოფო გელოვანი, მაგდა ნიკოლეიშვილი, სალომე ბაკურაძე, ნოდიკო ტატიშვილი.

19:00-20:15 კონცერტი - ჯგუფი „ოჩოს ქოხი“.
Print