ასპინძაში ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ასპინძის სოფელ ტოლოშთან. მსუბუქი
ავტომანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი - 29 წლის
მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ინფორმაციას ტელეკომპანია "მეცხრე არხი" ავრცელებს.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ერთი დაშავებული ასპინძის კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.
შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.