დაცული ტერიტორიების სააგენტოს შენობაში ხანძარია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული
ტერიტორიების სააგენტოს შენობას ცეცხლი უკიდია. ხანძრის
ლოკალიზებას ცდილობს სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 ბრიგადა.
ორთაჭალაში, გულუას ქუჩაზე მდებარე შენობიდან თანამშრომლების
ევაკუაცია დროულად მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე არავინ
დაშავებულა.
"არავინ დავშავებულვართ, ყველა გარეთ ვართ, მშვიდობიანად" - ამბობს ეროვნული სატყეო სააგენტოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი თამარ მეფარიშვილი.
შეტყობინება საგანებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დაახლოებით 15:40 საათზე შევიდა.
"შენობის აივანზე ხის მასალა და პლასტმასი იწვის, საერთო ფართობის და გამომწვევი მიზეზების თქმა, ამ ეტაპზე რთულია. მეხანძრეები ადგილზე მუშაობენ და ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას" - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მიშა ფეიქრიშვილმა.