ახალი ამბები
საკირის ტყეში ცეცხლი ნახევარ ჰექტარზეა გავრცელებული
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ბუბა ბერიძის განცხადებით, მიუვალი ადგილის გამო ცეცხლის ლოკალიზება რთულდება. კიდევ ერთი პრობლემა აქ ქვის ცვენაა, რაც კიდევ ერთხელ ართულებს ხანძრის კერამდე მისვლას.  საკირის ტყეში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

"ადგილზე მთელი რეგიონის ტექნიკაა მობილიზებული, აქამდე ქარი იყო და რთულდებოდა ხანძრის ჩაქრობა. ადგილზე მეხანძრეები და მეტყევეები მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობით იმუშავებენ. მოლოდინი გვაქვს, რომ დილამდე შევძლებთ ხანძრის ლოკალიზებას" - ამბობს ბუბა ბერიძე.

კითხვაზე, არის თუ არა საჭირო ვერტმფრენის ჩართვა, მერის მოადგილემ განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით ამის საჭიროება არ დგას.

"ღამის საათებში ხილვადობა რთულია, ამიტომ ვერტმფრენის ჩართვას აზრიც არ აქვს. ამ დროისთვის საკმარისი რესურსია ხანძრის ლიკვიდაციისთვის. თუ დილამდე ვერ მოხერხდა, ცეცხლის ჩაქრობა, შემდგომში გადაწყდება პროცესში ავიაციის ჩართვის საკითხი" - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ.

შეგახსენებთ, ცეცხლი საკირის ტყეში, დღეს სავარაუდოდ 6 საათისთვის გაჩნდა, რის შემდეგაც ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკა და ცოცხალი ძალა. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მხარის გუბერნატორი.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ასპინძის სოფელ ტოლოშთან. მსუბუქი
ავტომანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი - 29 წლის
მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
20:17 / 25.02.2020
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ასპინძის სოფელ ტოლოშთან. მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი - 29 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
აჭარის ტელევიზიის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ,
საერთაშორისო გამჭვირვალობა განცხადებას ავრცელებს.
19:44 / 25.02.2020
აჭარის ტელევიზიის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ, საერთაშორისო გამჭვირვალობა განცხადებას ავრცელებს.
გამოცემა CNN საქართველოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
11:12 / 25.02.2020
გამოცემა CNN საქართველოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
25 თებერვალი საქართველოს ოკუპაციის დღეა. აღნიშნულ თარიღთან
დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშები
დაშვებულია.
10:49 / 25.02.2020
25 თებერვალი საქართველოს ოკუპაციის დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და
ლიპყინულის გამო, ჩუმათელეთი-ხუნევი მონაკვეთზე აკრძალულია
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
09:55 / 25.02.2020
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ჩუმათელეთი-ხუნევი მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი -2 - 7 °C
img
ახალციხე -5 - 7 °C
img
თბილისი -1 - 9 °C
img
ასპინძა -4 - 7 °C
img
ახალქალაქი -8 - 2 °C
img
გამოკითხვა
რა გამოწვევები მოაქვს ზამთარს ყველაზე მეტად?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0291
GBP
GBP
1
3.6266
TRY
TRY
1
0.4542
USD
USD
1
2.7946
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.