შემთხვევა
სტამბოლში თვითმფრინავი დაფრენისას მოცურდა და ხევში ჩავარდა
სტამბოლის გოქჩენის აეროპორტში ინციდენტი მოხდა. ავიაკომპანია "პეგასუს" სამგზავრო თვითმფრინავი დაფრენის დროს ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მოცურდა და ხევში გადავარდა. თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის მეჰმეთ ჯაჰიდ თურჰანის ინფორმაციით, თვითმფრინავის ინციდენტის შედეგად დაღუპულები არ არიან. მისი თქმით, ყველა მგზავრის ევაკუირება დროულად მოხდა.
თვითმფრინავში 117 მგზავრი იმყოფებოდა. ის იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

Print