რესტორან 'რჩეულში" გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ბორჯომში, რესტორან "რჩეულში" გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
მეხანძრეები ადგილზე მუშაობას ასრულებენ.
წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია 300 კვ. მ ფართობი, შენობაში
განადგურდა ინფრასტრუქტურა. სავარაუდოდ, ცეცხლის გაჩენის მიზეზი
ბუხარი გახდა. რესტორნის მენეჯერის თქმით, ხანძარმა რესტორანს
დაახლოებით 100 000 ლარის ზარალი მიაყენა.