თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით იქნება - თურქეთის თავდაცვის მინისტრი
21:04 / 14.07.2020
თურქეთის თავდაცვის მინისტრი ხულუსი
აკარი აზერბაიჯანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს სომხეთთან სამხედრო
ესკალაციის ფონზე და სომხეთს აკისრებს პასუხისმგებლობას
ინციდენტისთვის.
"ვგმობთ სომხური მხარის შეტევას აზერბაიჯანის თოვუზის რაიონში. თანავუგრძნობთ გარდაცვლილი აზერბაიჯანელი სამხედროების ნათესავებსა და ახლობლებს, დაჭრილებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ განვაგრძობთ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დახმარებას სომხეთის წინააღმდეგ, რომელიც მრავალი წელია განაგრძობს აგრესიის პოლიტიკას და უკანონოდ ახდენს აზერბაიჯანული მიწების ოკუპაციას" , - განაცხადა თურქეთის მინისტრმა, რომლის კომენტარსაც სააგენტო "ანადოლუ" ავრცელებს.