ქალის ბლოგი
დედები და შვილები პანდემიის პირობებში

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში ადამიანების ცხოვრება შეცვალა. შეიცვალა იმ ქალების დღის წესრიგიც, რომლებიც დროებით უმუშევრები დარჩნენ,

ბავშვები სკოლასა თუ საბავშვო ბაღში აღარ დადიან და მშობლებს შვილებთან ერთად დისტანციურად უწევთ სასწავლო პროცესში ჩართვა. გადატვირთული გრაფიკისა და დაძაბული ყოველდღიურობისგან განსხვავებით, მშობლები შვილებთან გაცილებით მეტ დროს ატარებენ ვიდრე აქამდე იყო.

მულტიმედია მასალაში გაგაცნობთ მშობლებს შეცვლილი ყოველდღიურობით, რომელიც არანაკლებ რთული და დატვირთულია.


ნათია ჩადუნელი პანდემიის პერიოდს 5 წლის გიორგისთან და 3 წლის ანდრიასთან ერთად ატარებს. მას შემდეგ რაც ქვეყანაში სასწავლო პროცესი შეწყდა სახლში არიან. სახლში ყოფნის მთავარი მიზეზი დედამ ბავშვებს ვიდეოს საშუალებით აუხსნა.

„კორონავირუსზე პატარა საბავშვო ვიდეოებს ვუყურეთ, მისი მეშვეობით ავუხსენი რა ვირუსი იყო, რატომ ვიყავით სახლში, რატომ ვერ ახერხებდა საბავშვო ბაღში წასვლას და თავის თანატოლებთან ერთად თამაშს. ამ პატარა ვიდეოებით მარტივად ავუხსენი რომ ცოტა ხნით საჭირო იყო ჩვენი სახლში ყოფნა. ბავშვებმა კარგად მიიღეს. ბევრი შეკითხვები არ ჰქონიათ“.

გიორგი საბავშვო ბაღის აღსაზრდელია. მის ონლაინ დავალებს აქტიურად ადევნებს თვალს და ხშირად შესრულებაშიც მონაწილეობს მისი უმცროსი ძმა ანდრია, რომელიც ჯერ საბავშვო ბაღში არ დადის. დედა ცდილობს ბავშვებისთვის ყოველი დღე შინაარსიანი და სახალისო იყოს.





ნათია პედაგოგია. უკვე 10 წელია მესამე საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის. კორონავირუსის პანდემიამდე აქტიური რეჟიმით ცხოვრობდა. ყოველი დილა სამსახურით, იწყებოდა და მრავალი აქტივობით გრძელდებოდა. კორონავირუსმა კი მისი დღის რეჟიმი მთლიანად შეცვალა. ახლა ონლაინ გაკვეთილებს ატარებს. სახლიდან ყოველდღიურად დისტანციურად ერთვება. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე სახლშია მაინც დატვირთული და აქტიურია, თუმცა ცხოვრებას განსხვავებული რეჟიმით აგრძელებს. ამბობს, რომ: „ადვილი არ არის მოწყდე რეალურ სამყაროს და სახლში ასე გამოკეტილი იყო, მაგრამ ვცდილობთ ყველანაირად, რომ შევძლოთ ეს ყველაფერი და არ გავირთულით ძალიან ცხოვრება“.

სახლში ყოფნას არ განიცდიან. ამით არც კონკრეტული პრობლემები შექმნიათ. ყველაზე მატად ბავშვებს უხარიათ, რადგან დედა სახლშია.

„ახალა უფრო მეტ დროს ვატარებთ ერთად, თან საინტერესოდ. რაღაც დადებითიც არის ამ ყველაფერში. ის რომ შვილებთან უფრო მეტი დრო მაქვს ურთიერთობისთვის, რომ მეტი გავიგო მათზე და.ა.შ. და ესენიც ბედნიერები არიან“.

ნათია იმედოვნებს, რომ მალე დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს და ჩვეულ ცხოვრებას.

-    -    -    -    -    -    -    -    -    -    -    -    -    -    -    -    -    -    -    -   

პანდემიის პირობებში შვილებთან ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა იმ მოცემულობისგან რაც მანამდე იყო მარიამ ლომიძისთვის. დილიდან საღამომდე ერთმანეთის ცხოვრებით და აქტივობებით არის დაკავებული მთელი ოჯახი, რასაც ჩვეულებრივ ყოფით პირობებში ვერ ახერხებდნენ. აქამდე თუ აქტიურ როლს თამაშობდა სკოლა, ბაღი და მშობლების სამსახური, ახალა ეს ყველაფერი გაქრა და ცხოვრებას ერთმანეთის აქტივობებით, სურვილებით და მოთხოვნებით აგრძელებენ.

მათი ერთი დღე საკმაოდ დატვირთულია. მარიამს ორი შვილი ჰყავს 12 წლის მიხეილი და 4 წლის მათე. ორი განსხვავებული ასაკის ბავშვისთვის განსხვავებულია ინტერესები და საჭიროებები. მარიამი ორივე შვილის ონლაინ სწავლებაშია ჩართული. გარდა ამისა მრავალ აქტივობას ახორციელებენ ეს იქნება შემეცნებითი, ინტელექტუალური, კულინარიული, ჰაერზე გასეირნება და. ა. შ. ხშირად უყურებან საოჯახო ფილმებს. მღერიან და ცეკვავენ ერთად, რასაც ადრე ვერ ახერხებდნენ. ცდილობენ სასარგებლოდ გამოიყენონ ეს დრო, რომელიც მიეცათ პანდემიის პირობებში.


„საკმაოდ სტრესული იყო გარემო, მაგრამ მშობელს გადასარევად შეუძლია შვილის ემოციურ მხარეზე საუბარი. ჩემი შვილები ასეთი ბედნიერები არასოდეს ყოფილან. დღეს აქვთ ის ფუფუნება, რასაც თავიდან ბოლომდე მშობლების გარემოცვაში ყოფნა ჰქვია. ძალიან აქტიურად არიან ჩართულები და ძალიან ბედნიერები არიან. მაქვს შეგრძნება, რომ ის დანაკლისი, რასაც მშობლებთან ურთიერთობა ქვია, სრულად შეივსეს ამ პერიოდის განმავლობაში“.

ერთად გატარებული დრო სასარგებლო აღმოჩნდა მშობლებისა და შვილებისთვის. ამ პერიოდში მარიამმა ბავშვებში სხვადასხვა სურვილები, მიდრეკილებები და ინტერესები დაინახა.

„აღმოვაჩინე, რომ უმცროს შვილს ძალიან ხიბლავს ცეკვა და ძალიან კარგ მოძრაობებს ფლობს, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო. განსხვავებული ინტერესი აღმოვაჩინე უფროს შვილზე ასტრონომიით არის გატაცებული, რისთვისაც ახლა უფრო მეტი დრო აქვს, რომ წაიკითხოს, ინტერნეტრესურსი მოიძიოს, ტელევიზიას უყუროს“.


ბავშვების გასართობად მარიამი აქტიურად იყენებს ინტერნეტ რესურსს. ოჯახის ოთხივე წევრი ერთვება ახალ თამაშებში, სადაც გამარჯვებულები ბავშვები არიან. მის პირად ფეისბუქ გვერდზე მრავალი აქტივობა დევს ბავშვებთან ერთად შესრულებული-ეს იქნება გასართობი, შემეცნებითი, კულინარიული თუ სხვა.





მრავალი აქტივობის პარალელურად მუშაობას დისტანციურად აგრძელებდა. მარიამი სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროში პრობაციის ოფიცერია. ამბობს, რომ გარემო სტრესული იყო, ჩვეულებრივ ყოფით ცხოვრებას ერთბაშად მოწყდა, აღარ უწევდა სოციალური ურთიერთობები. ყველაზე მეტად კი მეგობრები ენატრებოდა. მიუხედავად იმისა რომ მათთან ონლაინ კონტაქტი არ შეუწყვეტია. დანაკლისი ადამიანებთან ურთიერთობა იყო.

ამბობს, რომ ერთადერთი დადებითი მხარე პანდემიის დროს ის იყო, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს მეტი დრო დაუთმეს და მოსიყვარულება შეძლეს, შეივსეს დანაკლისი, შეიცნეს ერთმანეთის სურვილები და ინტერესები.

„დარწმუნებული ვარ ყველა მშობელს უჭირს ახლა ბავშვების უწყვეტ რეჟიმში სახლში ყოფნა, თუმცა არსებობს უამრავი შესაძლებლობა იმისთვის რომ რუტინული სახე არ ჰქონდეს ამ ყველაფერს და პოზიტიური ელფერი შევძინოთ. პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს მშობელმა. თუ მშობელი არის სტრესული და ემოციურად დათრგუნული გამორიცხულია, რომ მან ეს ყველაფერი ქვეცნობიერად ბავშვს არ გადასცეს. უნდა შეძლოს და პოზიტიური კუთხით შეხედოს. დავკავდეთ სხვადასხვა აქტივობებით, ხშირად ვესაუბროთ ბავშვებს, რისი დროც ალბათ არ გვქონდა დასაქმებულ მშობლებს და მუდმივად გვქონდა დანაკლისი“ .


პანდემიის პერიოდში ერთფეროვანი გახდა მშობლბისა და ბავშვების ცხოვრება. დედები ცდილობენ შვილების გართობა და დღის რეჟიმი არსებულ რეალობას მოარგონ.




ფსიქოლოგი მანანა ნადირაძე იმ შედეგებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა პანდემიის შემდგომ აისახოს ადამიანების და განსაკუთრებით ბავშვების ცხოვრებაზე. ის დედებს გარკვეული რჩევებით მიმართავს.

„საზოგადოების უმრავლესობას ჩაკეტილ სივრცეში, ძირითადად ოჯახებში მოუწიათ თანაცხოვერბის გაგრძელება. ადვილი არ არის როცა ჩაკეტილ სივრცეში ოჯახში რამდენიმე თაობის ადამიანი ცხოვრობს, წლების განმავლობაში გამომუშავებული დღის რეჟიმით გაგრძელდეს ყოველდღიური რუტინული ცხოვრება. ცხოვრების ზეაქტიურ რიტმში ჩაბმული ოჯახის წევრები, თითქმის გაუცხოებულები არიან ერთმანეთისთვის. მათ მხოლოდ ყოფითი პრობლემები აერთიანებთ და ცივილური ურთიერთობები აღარ გამოდით. ასეთ შემთხვევაში ადამიანები უფრო მეტად გაღიზიანებულები არიან, უჭირთ ემოციების მართვა და მყარი ფსიქიკური წონასწორობის შენარჩუნება. შეიძლება თავი იჩინოს სხვადასხვა დაავადებებმა. ჩაკეტილ სივრცეში ყველა ადამიანი ითრგუნება. საჭიროა პატივი ვცეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეთ მის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

სტრესი იმდენად გამჯდარია ადამიანის ფსიქიკაში, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ დავინახავთ ჩვენი საზოგადოება ჯანმრთელი ფსიქიკის მქონეა თუ ტრამვირებული. ეს მოვლენები აუცილენლად თავის დაღს დაასვამს ადამიანების ქცევას და ურთიერთობებს. ყველაზე მეტად ეს მატრამვირებელი იქნება ბავშვის ფსიქიკისთვის. ბავშვებში ალბათ თავს იჩენს უფრო მეტი შფოთვა, აგრესიულობა, მომატებული ზეაქტიურობა, არაჯანსაღი დამოკიდებულება თანატოლების და უფროსების მიმართ. ბავშვები შიშით აკვირდებიან ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. მათ აქვთ გაურკვევლობის განცდა, უამრავი შეკითხვა, რაც არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი.

საზოგადოების უმრავლესობას დაჭირდება ფსიქოლოგების მომსახურება. ეს სერვისი ჩვენთან არ არის ხელმისაწვდომი და განვითარებული. აუცილებლად უნდა იყვნენ ფსიქოლოგები ყველა სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში. 

პანდემიამ ცუდ შედეგებთან ერთად დადებითი შედეგებიც მოიტანა. მოგვცა თავისუფალი დრო ფიქრისათვის, ცხოვრების გადასაფასებლად. უკეთ გავიცანით ჩვენი ოჯახის წევრები და რაც მთავარია ჩვენი შვილები. გავიგეთ რა აკლიათ მათ, რაზე ოცნებობენ, რას მოითხოვენ ერთმანეთისაგან. ეს პროცესი გაცილებით მშვიდად ჩაივლის და თუ შევინარჩუნებთ სიმშვიდეს, ვიქნებით მეტად პოზიტიურები, დავნერგოთ ოჯახში თანამედროვე ან თუნდაც მივიწყებული თამაშები, ვიყოთ უფრო კრეატიულები, ერთად დავგეგმოთ ყოველი დღე, ჩავრთოთ ჩვენი პატარები, დღის ბოლოს შევაჯამოთ განვლილი დღე, წავახალისოთ ბავშვები რაც არა მარტო მათ, უფროსებსაც სიამოვნებთ.

სტრესის დაძლევის საუკეთესო საშუალებებსაც უნდა მივაგნოთ. ეს არის ფიზიკური ვარჯიშები, მუსიკა, ცეკვა. ინტერნეტი და ტელევიზია გვაძლევს უამრავ მასალას, რომ ყოველდღიური უფერული დღეები განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან და უფრო მეტად ხალისიანები და სიცოცხლისუნარიანები ვიყოთ“.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამი მცირეწლოვანი შვილი
საქართველოში დატოვა და თავად უკრაინაში წავიდა საბრძოლველად. თამარ
სამუშია მანამდე თავდაცვის ძალების რიგებშიც ირიცხებოდა.
16:44 / 13.09.2023
სამი მცირეწლოვანი შვილი საქართველოში დატოვა და თავად უკრაინაში წავიდა საბრძოლველად. თამარ სამუშია მანამდე თავდაცვის ძალების რიგებშიც ირიცხებოდა.
სამი მცირეწლოვანი შვილი
საქართველოში დატოვა და თავად უკრაინაში წავიდა საბრძოლველად. თამარ
სამუშია მანამდე თავდაცვის ძალების რიგებშიც ირიცხებოდა.
17:06 / 12.09.2023
სამი მცირეწლოვანი შვილი საქართველოში დატოვა და თავად უკრაინაში წავიდა საბრძოლველად. თამარ სამუშია მანამდე თავდაცვის ძალების რიგებშიც ირიცხებოდა.
„27 წლის განმავლობაში
ვითმენდი. რამდენჯერ მივმართე ადრე მილიციას, პოლიციას, მაშინ
არანაირი რეაგირება არ ჰქონდათ.
16:49 / 04.09.2023
„27 წლის განმავლობაში ვითმენდი. რამდენჯერ მივმართე ადრე მილიციას, პოლიციას, მაშინ არანაირი რეაგირება არ ჰქონდათ.
ბორჯომის მოქმედ საკრებულოში, 33
დეპუტატიდან 9 ქალია. წინა მოწვევის საკრებულოსთან შედარებით, მათი
რაოდენობა ოთხით გაიზარდა, თუმცა გენდერული ბალანსი არც ამ მოწვევის
საკრებულოშია დაცული.
16:58 / 10.08.2023
ბორჯომის მოქმედ საკრებულოში, 33 დეპუტატიდან 9 ქალია. წინა მოწვევის საკრებულოსთან შედარებით, მათი რაოდენობა ოთხით გაიზარდა, თუმცა გენდერული ბალანსი არც ამ მოწვევის საკრებულოშია დაცული.
57 წლის ინეზა ნარსია აფხაზეთიდან
დევნილია. ბორჯომში, 30 წლის წინ დასახლდა.
12:35 / 27.07.2023
57 წლის ინეზა ნარსია აფხაზეთიდან დევნილია. ბორჯომში, 30 წლის წინ დასახლდა.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.