ბორჯომში, ვიზიტორთა ცენტრმა და მუზეუმმა ტურისტების მიღება დროებით შეწყვიტა
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბორჯომში ტურისტული
სივრცეები დროებით მუშაობას წყვეტს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში
ხვალიდან 10 დღის განმავლობაში დაიკეტა ვიზიტორთა ცენტრი.
ჩვეულ რეჟიმში იმუშავეს პარკის ადმინისტრაცია. სტუმრებისთვის კარი
დაკეტილია ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშიც. სავარაუდოდ 1
აპრილიდან განაახლებს მუზეუმი მუშაობას.