ტურიზმი
საქართველოს აღიარება არის ძალიან დიდი მესიჯი მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე - მარიამ ქვრივიშვილი
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ძალიან პოზიტიურად შეაფასა ის, რომ საქართველო პირველი ქეყანაა მსოფლიო მასშტაბით, რომელიც პირველი ხსნის ტურიზმის ინდუსტრიას.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანი ფაქტია ასევე ის, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საქართველო იქნება ის ქვეყანა, სადაც სექტემბერში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პირველი პოსტკოვიდ ღონისძიება, ჩატარდება.
"მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ასევე გადაწყვიტა, რომ საქართველოსადმი მაღალი ნდობით, რომელიც განპირობებულია კოვიდთან წარმატებული ბრძოლით, ტურიზმის, კერძო სექტორის გამოწვრთნით კარანტინების პროექტის ფარგლებში, რომ მზადყოფნაა და უკვე არსებული გაიდლაინებია, ამიტომაც გადაწყდა, რომ საქართველო იყოს ის ქვეყანა, სადაც ჩატარდება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პირველი პოსტკოვიდ ღონისძიება, სექტემბერში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება მინისტერიალი, ჩამოვლენ მინისტრები და საქართველო ძალიან სწორ პოზიციონირებას გააკეთებს. ამის პოპულარიზაცია დაიწყება დღეიდან.
ეს ყველაფერი მოგვცემს დიდ ეკონომიკურ სარგებელს, ერთის მხრივ, იმიტომ, რომ გლობალური ტურიზმის ინდუსტრია ძალიან კომპლექსურია, კონკურენცია ძალიან მაღალია და შესაბამისად, საქართველო ბევრად უფრო ცნობადი გახდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა გვაქვს ის უპირატესობა, რომ შევძლოთ და დავპოზიციონირდეთ, როგორც უსაფრთხო მიმართულება, წარმატებული ქვეყანა და ამავდროულად, მოვიზიდოთ ის მხარჯველ უნარიანი ტურისტი." - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა.-საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური.

Print